მოდრეკილაძე ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო მოდრეკილაძე

მოდრეკილაძე ნინო − (1981), პოეტი. დაიბადა კასპში. დაწყებითი საფეხურის განათლება მიიღო თვალადის სკოლაში, 1998 წელს დაამთავრა კასპის №1 საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე: პროფესია – ჟურნალისტი. მეორადი სპეციალობა – კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სპეციალისტი. ლექსებს ბავშვობიდან წერს. მისი ლექსები შესულია შემდეგ კრებულებში: „ოცნება“ (გორი, 1995), „გარა“ (თბილისი, 1993), „ლექსების გამოფენა“ (ბათუმი, 2013), „ზეკართნ“ ( შუახევი, 2013, 2014 , 2015), „გამოუქვეყნებელ ლექსთა კრებული (თბილისი, 2014), „ემიგრანტის წერილი“, (თბილისი, 2014), „ჩანაწერები ინგას უბნიდან“, (ბათუმი, 2015) ), „მოდინახე“ (საჩხერე, 2015), „ოდეონი“ (ხარაგაული, 2015), „წმინდა ნინოს ჯვარი (თბილისი, 2015), „ინსპირაცია“ (თბილისი 2015), „13 სტიქია“ ( თბილისი, 2015). გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „სულის ქარვები“ (2014), „ფერნაცვალ ფიქრთან“ (2016), „ქვაკაცა“ (2018).


მზის სათნოება
მზემ იყვავილა ზედაზენზე გვირილის ფერად,
შეხსნა გვიანი სტუმარივით სამთავროს კარი,
უფალო, ჩემო, ნინოს დრომდე ვინ იფიქრებდა,
დასრულდებოდა ქარიშხლებით გაცი და გაიმ.
აღიგვებოდა უძლეველი კერპთა დროება,
ცისარტყელა და შვიდი ფერი
მორთავდა მცხეთას,
რომ არა „ძალა ლომისა“ და „მზის სათნოება“,
ვინ მოუვლენდა კვართის მიწას
ძის გულისფეთქვას...
„ხეთა კეთილთა ნაყოფმა“ შვა რწმენა გულებში,
ფარავნის ტბასთან,
მწყემსებისთვის ჩიტი − მზეწვია,
ვით მთის ნაჟურის, წყაროს წყალთან
შებმა უღელში
აჭიკჭიკდა და... წმინდა ნინოს ჯვარი გვეწია.
უფალო, ჩემო, ანდრიას და მატათას კვალზე,
ასკილის ველურ სიტურფიდან −
სვეტამდე ნათლის...
ნინომ ხელები შეაშველა, ვით ქრისტეს, ჯვარზე...
და ჩამორეცხა, ნათლისღებით,
ცოდვები ქართლის...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები