მოთქმით ტირილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოთქმით ტირილი – სამგლოვიარო სიტყვიერების სახეობა. მოტირალის მიერ კუბოსთან იმპროვიზაციულად წარმოთქმული ხოტბა-მოგონება. სრულდება სახალხოდ, რეჩიტატივის სახით უმეტესად ქალი-მოტირლების მიერ „მოთქმით ტირილს შესხმითი ხასიათი ჰქონდა“ (აკაკი) მოტირლები მგრძნობიარე მხატვრული სიტყვებით მოუთხრობდნენ მსმენელებს მიცვალებულის დამსახურებაზე, მის მაღალ ადამიანურ ღირსებაზე; იხსენიებდნენ სხვა სახელოვან დაკლებულთა სახელებსაც.

საქართველოში მოთქმით მოტირალთა ინსტიტუტს დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი არსებობის შესახებ ცნობები დაცულია როგორც საისტორიო წყაროებში, აგრეთვე მწერლობასა და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებში. მოთქმით მოტირლის აღსანიშნავად სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ტერმინები იხმარებოდა: გლოვის მგოსანი, გოდების შემსხმელი, ხმით მოტირალი და სხვ. ცნობილი იყვნენ მოთქმით ტირილის საუკეთესო ოსტატები. მოთქმით ტირილის რიგი ფორმები დღემდე ცოცხლობს საქართველოს ზოგიერთ კუთხეში.

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956, გვ. 282.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები