მონტმორილონიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონტმორილონიტი − (ფრანგ. montmorillonite < საფრანგეთის ქ. მონტმორილონის სახელის მიხედვით) – თიხოვანი მინერალი, რომელიც მიეკუთვნება ბენტონიტის ძირითად კომპონენტს – ფენოვან სილიკატს. აქვს ძლიერი გაჯირჯვების უნარი და მკვეთრად გამოხატული სორბციული თვისებები. ფერი თეთრიდან ვარდისფრამდე ნაცრისფერ-ლურჯი ელფერით, წაბლისფერი, წითელი, მომწვანო (მინარევების შესაბამისად).

ქიმიური ფორმულა – (Na, Ca)0.33(Al,Mg)2(Si4O10)(OH)2·nH2O;
სიმკვრივე – 1700-2000 კგ/მ3;
სიმაგრე მოოსის სკალით – 1-2.

გვხვდება ქლორიტთან, მუსკოვიტთან, ილიტთან, ვანილიტთან და კაოლინიტთან ერთად (ძირითადად გამოქვაბულებსა და მღვიმეებში). გამოიყენება ნავთობის საბურღ მრეწველობაში საბურღი ხსნარის კომპონენტად, ნიადაგის დანამატად (ტენის შესანარჩუნებლად) მიწის კაშხლებისა და დამბების მშენებლობისას, კრეკინგის კატალიზატორად, ქაღალდის წარმოებაში, სადრენაჟო და წყლის გასაწმენდ სამუშაოებში და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები