მრავალთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„მრავალთავი"

მრავალთავი — ჰაგიოგრაფიული კრებული, რომელიც შეიცავს წმიდანთა ცხოვრება-მარტვილობის უძველეს გადაუკაზმავ რედაქციას — კიმენს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ კრებული შეიცავდა არაერთ თხზულებას, მრავალ თავს ანუ სტატიას აერთიანებდა. მრავალთავის უძველესი ხელნაწერი ხანმეტი პალიმფსესტების გამომზეურების დროს აღმოჩნდა (ხანმეტი მრავალთავი, თსუ მოამბე, VII, გვ. 98–159). ქართველოლოგიისთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა 864 წლის სინური მრავალთავი — პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერი, რომელიც შეუქმნიათ საბას ლავრაში და მერე სინას მთისთვის შეუწირავთ. წიგნის შემქმნელი, თანდართული ანდერძის ცნობით, ყოფილა მაკარი ლეთეთელი. მრავალთავი შეიცავს სხვადასხვა ავტორის „თქმულებებს“, რომლებიც გამიზნული იყო საეკლესიო დღესასწაულების დროს წასაკითხად. სინური მრავალთავის ენა საშუალებას გვაძლევს გავითვალისწინოთ ქართული ენის განვითარება V-VI სს-დან IX ს. სამოციან წლებამდე.


ტექსტი და ლიტერატურა

  • სინური მრავალთავი 864 წლისა, 1952;
  • ი. აბულაძე,მრავალთავი, ენიმკის მოამბე, XIV, 1944. გვ. 176.

იხ. აგრეთვე [[1]]

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები