მრავალკომპონენტიანი ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრავალკომპონენტიანი ბეტონიბეტონი, რომელშიც ცემენტთან ერთად გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების კომპლექსური ქიმიური დანამატი, აქტიური მინერალური შემავსებელი, გამაფართოებადი კომპონენტი. ნედლეულის ფართო ბაზა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სხვადასხვა სტრუქტურის, თვისებისა და დანიშნულების ბეტონი. მრავალკომპონენტიანი ბეტონის შესაძლებლობა ყველაზე მეტად მჟღავნდება, ე.წ. მაღალხარისხოვან ბეტონში, რომელიც მზადდება კომპოზიტურ შემკვრელზე, დაბალი წყალცემენტის ფარდობით, სპეციალური კომპლექსური დანამატით, განსაკუთრებით წმინდა მინერალური შემვსებით, გაფართოებადი კომპონენტით და რეგულირებადი ინტენსიური ტექნოლოგიით. ასეთი ბეტონი გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, ხანმედეგობითა და ექსპლუატაციაში საიმედოობით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები