მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორია - უხმო კინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Uxmo kino.PNG

მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორია - უხმო კინო


ავტორი: ზვიად დოლიძე

რედაქტორები: ნოდარ გურაბანიძე; ლელა ოჩიაური;

გამომცემლობა: კენტავრი 2016

თავდაპირველად ტექნიკურ სიახლედ, შემდეგ კი ხელოვნების დარგად აღიარებული კინემატოგრაფი იმთავითვე მოექცა კაცობრიობის ყურადღების ცენტრში. მან მაყურებელი მოაჯადოვა ორიგინალური გამომსახველობითი საშუალებებით, განუმეორებელი მხატვრული შესაძლებლობებითა და სპეციფიკური თავისებურებებით.

მსოფლიო კინოს ისტორია რამდენიმე ეტაპად იყოფა. მისი პირველი მონაკვეთი მოიცავს უხმო (მუნჯ) პერიოდს, რომელიც სათავეს იღებს XIX საუკუნის მიწურულიდან და მთავრდება XX საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა კინო გახმოვანდა.

წინამდებარე წიგნი არის უხმო კინოს ერთიანი ისტორიის ამსახველი პირველი ქართულენოვანი ნაშრომი. ლეონარდო და ვინჩი წერდა, რომ ნებისმიერი ცოდნის შეძენა ყოველთვის სასარგებლოა ინტელექტისათვის, რადგან მას ძალუძს თავიდან მოიშოროს უვარგისი და დაიტოვოს გამოსადეგი ინფორმაცია, ამიტომ არაფერი შეიძლება გიყვარდეს ან გძულდეს, ვიდრე არ გექნება მასზე ნათელი წარმოდგენაო. ამდენად, ეს ნამუშევარი არა მარტო სახელმძღვანელოა სტუდენტებისათვის, არამედ განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვისაც, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს კინოხელოვნება და აინტერესებს მის მიერ განვლილი გზა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები