მურა ჯამა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურა ჯამა სოკო

მურა ჯამა სოკო (ლათ. Plicaria badia (Pers.) Rhem. რუს. Пликария темно-каштановая).

ნაყოფსხეული – 1-6 სმ დიამეტრისაა. ჯერ ბურთისებრია, შემდეგ იხსნება და მოგვაგონებს ღრმა ჯამს, შიდა ზედაპირი წაბლისფერ-მურაა, გარედან უფრო ღია ფერისაა, მარცვლოვანი ზედაპირით.

სპორები – ელიფსისებრი 15-18X7-10 მკმ ზომით, მარცვლოვან-ხორკლიანი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია 300X12-15 მკმ, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.

იზრდება დიდ ჯგუფებად (10-20 და მეტ ეგზემპლარამდე) ნიადაგზე ტყეში პარკებში... გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

გამოყენება – ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები