მუსიკისმცოდნეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუსიკისმცოდნეობა – მეცნიერება მუსიკის შესახებ: მუსიკის თეორიის (თეორიული მუსიკისმცოდნეობა), მუსიკის ისტორიის (ისტორიული მუსიკისმცოდნეობა), მუსიკალური ეთნოგრაფიის, მუსიკალური ფოლკლორის, მუსიკალური საკრავთმცოდნეობის, მუსიკალური აკუსტიკის, მუსიკალური ფსიქოლოგიის, მუსიკალური ხელოვნების ესთეტიკური პრობლემების გამოკვლევა. მუსიკისმცოდნეობა შეიცავს აგრეთვე მუსიკალურ კრიტიკას და მუსიკალურ პუბლიცისტიკას. თეორიულ მუსიკისმცოდნეობას მიეკუთვნებიან მუსიკის ცალკეული ელემენტების შემსწავლელი დისციპლინები – მელოდიკა, ჰარმონია, პოლიფონია, საკრავთმცოდნეობა, სწავლება მუს. ფორმის შესახებ და ა.შ. აგრეთვე მუსიკალური შემსრულებლობის და მუსიკალური სმენის განვითარების პრინციპების შემსწავლელი სამეცნიერო-მეთოდიკური დისციპლინები. ისტორიული მუსიკისმცოდნეობა სწავლობს მუსიკის საყოველთაო ისტორიას და ცალკეული ქვეყნების და ხალხების მუსიკის ისტორიას.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები