ყაზბეგის მწვერვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მყინვარწვერი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Myinvarwveri.jpg

მყინვარწვერი - იგივე ყაზბეგის მწვერვალი - მდებარეობს ყაზბეგის მუნიცეპალიტეტში, ხოხის ხედზე, სიმაღლე 5047 მ-ა,

წარმოშობა – ვულკანურია, იგი აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ - მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა., რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ.

ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ-ზეა. მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან 3680მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთათვის შესაფერისად არის მოწყობილი.


წყარო

ქართული ღვინის ტურიზმის გზამკვლევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები