მთლიანი შიდა პროდუქტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მშპ-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) - (gross domestic product - GDP) - მაკროეკონომიკური ინდიკატორი, ქვეყნის შიდა ეკონომიკის, ეროვნული შემოსავლების ანგარიშში ერთობლივი გამოშვების ყველაზე განზოგადებული მაჩვენებელი, ეკონომიკური აქტიურობის საზომი, რომელიც გამოხატავს განსაზღვრული დროის განმავლობაში, როგორც წესი, ერთი წლის განმავლობაში მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე რეზიდენტებისა და არარეზიდენტების მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ერთობლივ საბაზრო ღირებულებას. მშპ ამოსავალ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლად ითვლება გაეროს ეროვნული ანგარიშების სისტემაში. მასზე ორიენტირებულია ახალი ეროვნული ანგარიშების სისტემა. 1990-იან წლებამდე ქვეყნების უმრავლესობა ერთობლივი აქტივების მთავარ საზომად იყენებდა მთლიან ეროვნულ პროდუქტს. 1990-იანი წლებიდან ამ უკანასკნელის ადგილს იკავებს მთლიანი შიდა პროდუქტი. მშპ-ის გაანალიზება ხდება როგორც წარმოების, ისე შემოსავლების მხრიდან.

მშპ-ში წარმოების მხრიდან შედის: პირადი სამომხმარებლო ხარჯები; გრძელვადიანი და მოკლევადიანი საქონელი, მომსახურება, მთლიანი კერძო შიდა ინვესტიციები ძირითად კაპიტალში, არასაბინაო ინვესტიციები, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა, ბინათმშენებლობა, სახელმწიფო შესყიდვები, ეროვნული თავდაცვა, ექსპორტი, იმპორტი, წმინდა ექსპორტი, ბიზნესის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ცვლილება. შემოსავლების მხრიდან მშპ-ში აისახება დანარჩენი მსოფლიოდან ფაქტორული შემოსავალი და გამოაკლდება დანარჩენი მსოფლიოსთვის ფაქტორული შემოსავალი, რის შედეგადაც მიიღება მთლიანი ეროვნული პროდუქტი.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები