ნადირთ პატრონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნადირთ პატრონები − და-ძმა არიან ნადირთ პატრონები. თითო წლობით, მორიგეობით პატრონობენ ნადირს. ქალი როცა მწყემსავს, ნადირი მსუქანი და ფრთხილია, მისი მოკვლა უჭირს მონადირეს. ვაჟი როცა პატრონობს, ნადირი მჭლეა და ბრიყვი, ადვილად ხდება მონადირის მსხვერპლი.

თიანელი მონადირე წასულა ტყეში. პირაქეთ ორი დათვი მოუკლავს. მერე სვიანაში (ადგილია) გადასულა და ორი მწოლიარე ირემი დაუნახავს. ერთი ცალრქა ყოფილა, მეორეს წყვილი რქა ჰქონია. აჩქარებულა მონადირე და ცალრქასთვის უსროლია. ცალრქა, თურმრ, ნადირთ პატრონის ირემი ყოფილა. მაშინვე დაუძახია ნადირთ პატრონს: ცალრქას დაჰკრესო! ეს მონადირე ცალზე დარჩეს შვილისშვილითაო. ამ დროს დაუნახავს მონადირეს, რომ ქალი ნადირთ პატრონი გამოვიდა, ხელში ტაგანი უჭირავს და ირმების წველას იწყებს.

წამოვიდა ეს მონადირე შეშინებული. მივიდა შინ და, რას ხედავს: უფროსი შვილი მკვდარი დახვდა. საშუალო მაშინ მოკვდა, როცა მამა მოვიდა, მათზე უმცროსი კი ძმების დამარხვის დროს მოკვდა. დარჩა სულ პატარა, მეოთხე.

მას აქეთ მათი გვარი ასე მოდის: შვილებიდან მხოლოდ ერთი ნაბოლარა რჩებათ.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები