ნასკვაკიბური კვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნასკვაკიბური კვანძი
წარწერის ტექსტი

ნასკვაკიბური კვანძი - ამ კვანძით, ძველთაგანვე დიდ იალქნიან ხომალდების ვანტებზე ამაგრებდნენ განივად განლაგებულ გვარლებს - ანძაზე ასასვლელ ნასკვაკიბის საფეხურებს.

ეს კვანძი მაგრად იჭიმება და არ ცურავს, როდესაც მისი ორივე ბოლო გაჭიმულია.

ნასკვაკიბური კვანძის დადების სულ ცოტა, ორი წესის ცოდნაა საჭირო: ერთი, როდესაც კვანძი უნდა დაედოს საგანზე, რომლის ცალი მხარე ღიაა და შეიძლება მას კვანძი ჩამოვაცვათ; ხოლო მეორე, როდესაც ამის საშუალება არ არსებობს და კვანძი უნდა თანდათანობითი ნახვევებით გაკეთდეს.

ამ კვანძით შეიძლება ნავის მიბმა ნაპირთან, ტომრის პირის მოკვრა, მსხვილ გვარლთან წვრილი თოკის ან ბაწრის მიბმა, თოკის მიბმა ძელთან, ორ საყრდენს შორის ბაგირის გაჭიმვა და სხვა.

ნასკვაკიბური კვანძი საიმედოა, თუ მასზე წევა მუდმივად მოქმედებს.




წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები