ჯავახიშვილი ნატალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნატალია ჯავახიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნატალია ჯავახიშვილი

ჯავახიშვილი ნატალია (დ. - 1882, თბილისი - გ. - 1950, თბილისი) - მსახიობი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1900 წელს დაამთავრა თბილისის ეპარქიული სასწავლებელი. 1901 წელს პირველად გამოვიდა სცენაზე ავჭალის სცენისმოყვარეთა დასში, მარიამ დემურიას დახმარებით. 1902 წელს თბილისის ქართულ თეატრში მიიწვიეს. 1902-1903 და 1905-1919 წლებში თბილისის დასში მსახურობდა, 1903-1904 წლებში - ქუთაისში. იყო ქართველი მსახიობის, რეჟისორისა და დრამატურგის ვალერიან შალიკაშვილის მეუღლე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1919-1921) სოხუმის თეატრში გამოდიოდა, შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი სახე. იმ პერიოდის პრესა ბეჭდავდა მის ფოტოებს.

1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მსახიობობდა. 1934 საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1946 კი - საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მისი არქივი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

საქართველოს ხელოვნების სასახლის (თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის) ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა, წ. VI, 2016.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები