ნაცვალგარდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაცვალგარდა – კოლექტიური შრომის სახე. შედგენილი სიტყვაა, მომდინარეობს „ნაცვლად გადასვლა“-დან რაც მუშაში სამაგიეროდ მისვლას, სამაგიეროდ გადასვლას, მიხმარებას ნიშნავს. ნაცვალგარდა მიღებული იყო როგორც ხვნასა (გუთნეულის მსგავსად) და თოხნაში, ისე მკაში. თავისი მნიშვნელობით რიგრიგას ემთხვევა, იცოდნენ ქართლსა და კახეთში. ნაცვალგარდაში გაერთიანებული გლეხები ერთმანეთს მორიგეობით ემუშავებოდნენ, საერთო ძალით ხნავდნენ და მკიდნენ.

მ. ჩიქოვანი

ლიტერატურა

  • თ. ოქროშიძე, ქართულ შრომის პოეზია, 1963,
  • თ. მამალაძე შრომის სიმღერები კახეთში, 1963;
  • ქართული ენის განმარტ. ლექსიკონი, V, 1958.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები