ნაჭა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაჭა

ნაჭა - შუაცეცხლზე ქვაბის ჩამოსაკიდებელი ჯაჭვი. ნაჭა შედგება რკინის რგოლებისაგან. რგოლები გრეხილი, მსხვილი რკინისაგანაა დაწნული და უფრო ხშირად რვიანის ფორმა აქვს. ჯაჭვის ერთი ბოლო მრგვალი მასიური რგოლით ბოლოვდება, რითაც იგი ჩამოკიდებულია ჭერზე საგანგებოდ მოწყობილ ხის საკიდზე. ნაჭის მეორე ბოლო, ე.წ. ქვაბის საკიდი, რკინის სქელი ფართო ნაჭერია, რომლის ზედა თავი ორყურაა, ყურის ბოლოები ან თავისუფლად არის დარჩენილი, ან მირჩილულია ტანზე. ყურებში გაყრილია ჯაჭვის მეორე ბოლო. საკიდის ქვედა ნაწილი შემოკეცილია ზემოთ, რაზეც ქვაბის სახელური იკიდება.

ნაჭა მზითვის აუცილებელი ატრიბუტი და ახალი ოჯახის, ახალი კერიის შექმნის სიმბოლო იყო სამეგრელოში. სვანეთში ნაჭა კერასთან ერთად წმინდა ნივთად ითვლებოდა და მისი ოჯახიდან გატანა მიუღებელი იყო, რადგან ნაჭა გვარის, ოჯახის, სახლის სიძლიერის სიმბოლო იყო.

ნ.გ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები