ნახშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნახშირი

ნახშირი - დანალექი მყარი საწვავი სასარგებლო წიაღისეული ნახშირი შედგება ორგანული ნივთიერებებისგან (პლანქტონური მიკროორგანიზმების მეშვეობით გარდაქმნილი უმაღლესი და უდაბლესი მცენარეების ნაშთები), შავი ფერის მინერალური მინარევებისა და ტენისგან.

ნახშირი დედამიწის ქერქში გვხვდება ფენებისა და ლინზისებრი ბუდობების სახით. აქვს მიწისებრი, მასიური, შრეებრივი ან მარცვლოვანი სტრუქტურა. ნახშირს წარმოქმნის საწყის სტადიაში მცენარეული ნაშთები გარდაიქმნება ტორფად. ტორფი, განამარხების შემდეგ, შედარებით დაბალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, გარდაიქმნება მურანახშირად; ეს უკანასკნელი გადიდებული წნევისა და ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ქვანახშირად; ქვანახშირიანთრაციტად. ამ სტადიებზე თანდათანობით იზრდება ნახშირბადის ფარდობითი შემცველობა, რასაც თან სდევს ნახშირის თბოუნარიანობის ზრდაც.

არსებობს ნახშირის მრავალი სახეობა: აირული, ალგრძელი, ალიანი, არაერთგვაროვანი, არაკოქსვადი, არაშეცხობადი, არაწიაღისეული, ახალი, ბიტუმოვანი, გააქტიურებული, გამდიდრებული, გარეცხილი, გაცხავებული, დაბრიკეტებული, დაფქული, ელექტროდის, ენერგეტიკული, ერთგვაროვანი, კლარენულ-დიურენული, კლარენული, კლივაჟიანი, კოქსვადი, მარცვლოვანი, მინერალური, მტვრისებრი, მურა, მქრქალი, მშრალი, მცე-ნარეული, მჭლე, ნატეხი, ნაცარმცირე, ნაცარუხვი, ნაცრიანი, ნახევრადბიტუმოვანი, ნედლი, პატრუქის, პოხიერი, რეტორტის, საკონტაქტო, საკოქსე, სამჭედლო, საპროპელის, საქვაბე, სახ-ატავი, სველი, სუფთა, უნაცრო, ფისოვანი, ფიქლის, ფხვიერი, შეცხობადი, ჩვეულებრივი, ცხო-ველური, წვრილი, წვრილნატეხი, წიაღისეული, წყალმცენარეული, ხის, ჰაერზე გამშრალი, ჰომოგენური, ჰუმუსისა და სხვ.;



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები