ნეაპოლის საოპერო სკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეაპოლის საოპერო სკოლა – იტალიური ხელოვნების დიდი საკომპოზიტორო და ვოკალური საშემსრულებლო სკოლა. წარმოიშვა XVII საუკუნის მიწურულში. ნეაპოლის საოპერო სკოლაში ჩამოყალიბდა ოპერა-სერიის ტიპი, შეიქმნა არიის მყარი ფორმები (სამნაწილიანი არია და კაპო), უვერტიურის სახე (ე.წ. იტალიური უვერტიურა), რეჩიტატივების ტიპები; განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია სოლო სიმღერის ხელოვნებამ (ბელკანტო) – როგორც მღერად-მელოდიურმა (კანტილენმა), ასევე ვირტუოზულ-კოლორატურულმა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები