ნეძვის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეძვის მონასტერი – მონასტერი (IX ს.) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ახალდაბიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 12 კმ მანძილზე. ნაგებია რუხი ფერის ქვით. ეკლესიის თავდაპირველი გეგმით გამოვლინდა, რომ იგი საქართველოში დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის უდიდესი ყოფილა. მონასტერი დააარსა გრიგოლ ხანძთელის ერთ-ერთმა მოწაფემ – თედორემ:„პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ და აღაშენეს სენაკები ორგანვე. და უწოდეს თევდორჱს ვანსა ნეძჲ, ხოლო ქრისტეფორჱსსა კჳრიკე-წმიდაჲ, და მოწაფენი დაუტევნეს”. მიდამოებში საფლავის ქვები, ხოლო მონასტრის შესასვლელში ჩამოკიდებულია ზარი მხედრული წარწერით. შემორჩენილია ნანგრევები. სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს სიტყვა „ნაძვი”-დან, ვინაიდან იგი მდებარეობს ნაძვნარში. 1060 წელს აქ უცხოვრია ათონის ლავრიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმინდელს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები