ნივთიერი (მატერიალური) წერტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნივთიერი (მატერიალური) წერტილი – სხეული, რომლის განზომილებები მოცემულ შემთხვევაში შეიძლება უგულებელვყოთ.

მექანიკა გათვალისწინებული იყო პრაქტიკული გამოყენებისათვის. საჭირო იყო ძირითადი ცნებების ზუსტი ფორმულირება და მოსახერხებელი მეთოდების დადგენა. ეს, პირველ ყოვლისა, შეეხებოდა მოძრავ ობიექტს. XVIII ს-ში მას ეწოდებოდა სხეული, მაგრამ დაუდგენელი იყო რა არის ეს – მოლეკულა, გეომეტრიული წერტილი, თუ დიდი ზომის ობიექტი. ამასთან დაკავშირებით ეილერმა შემოიღო ნივთიერი წერტილის ცნება, რომლშიც იგულისხმებოდა იმდენად მცირე ზომების სხეული, რომ მოძრაობის პროცესში შეიძლება უგულებელვყოთ მისი ნაწილების განსხვავება (კინემატიკური განსაზღვრა), ან ისეთი სხეული, რომ მისი მცირე ზომების შედეგად შეიძლება ჩავთვალოთ თითქოს ყველა ძალა მოდებულია ერთ გეომეტრიულ წერტილში (სტატიკური განსაზღვრა). ეილერმა შემოიღო მეორე ცნებაც – აბსოლუტურად მყარი სხეულის ცნება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები