კაკაბაძე ნინია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნინია კაკაბაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინია კაკაბაძე

ნინია (ნინო) კაკაბაძექართველი ჟურნალისტი. ტელეკომპანია „ფორმულას“, საზოგადოებრივი, სოციალური, შემეცნებითი გადაცემა „მე-17 სართულის“ და საზოგადოებრივ, პოლიტიკური გადაცემის „პლატფორმა“ ერთ-ერთი ავტორი და წამყვანი. არასამთავრობო ორგანიზაცია „Tbilisi Pride” გამგეობის არჩეული წევრი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1974 წლის 15 აპრილს ქ. თბილისში.1996 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი. 2015 წელს ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტია (სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები). 2016 წლიდან, დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს – სასწავლო კურსი „სატელევიზიო ხელოვნება და ადამიანის უფლებები მედიაში“. 2010 წელს საქართველოდან შერჩეული და წარგზავნილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მონაწილების მისაღებად, „ედვარდ მიუროს“ სახელობის პროგრამაში. 2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია კლუბის” დამფუძნებელი და წევრია, საქმიანობა - მედია გარემოს გაუმჯობესება და მედია ადვოკატირება. აქტიურად მოღვაწეობდა სხვადასხვა მედია საშულებებში: ყოველდღიური გაზეთი „24 საათი” საავტორო სვეტის ავტორი, ყოველკვირეული ჟურნალი „ლიბერალი” სტატიების ავტორი, ყოველთვიური ჟურნალის „ანაბეჭდი” ერთერთი ავტორი. ინტერნეტ გვერდი „აზრები“. „HYPERLINK“ http://www.azrebi.ge ერთ-ერთი მასპინძელი და სტატიების ავტორი. 2018-2020 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ინტერნეტ ტელევიზია „არტარეა“-ში, ტელეკომპანია „მაესტროში", რადიო „ცხელი შოკოლადში", რადიო არხი „GIPA-ში”, რადიო „ამერიკის ხმა-ში”.

მიღებული ჯილდოები

  • სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიური საბჭოს ჯილდოს „ტოლერანტობის ქომაგი" მფლობელი.
  • ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. საუკეთესო ბლოგი/თვალსაზრისი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში.

იხილეთ აგრეთვე

ნინია კაკაბაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები