ალადაშვილი ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნინო ალადაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო ალადაშვილი

ალადაშვილი ნინო — (1970), ქართველი პოეტი, დაიბადა თბილისში. დაამთავრა დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ არბოშიკის საშუალო სკოლა, შემდეგ – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. მისი ლექსები რამდენჯერმე დაიბეჭდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში”, ასევე ლიტერატურულ ჟურნალ „არავში” , ლიტერატურულ ალმანახ „ხორნაბუჯში”. გამოცემული აქვს კრებული „ამომიცანი”.

შემოდგომა გომბორზე
წამიყვან სადმე?
ნოემბერი მოგვიხმობს ოდეს...
გომბორზე ახლა შემოდგომა ხეებში იწვის,
ძვირფასო, მინდა პაემანი
ფოთლებთან გვქონდეს,
ვიხილოთ ფერთა აგონია, ამ დროს რომ იცის.
წავიდეთ!
უკვე ქარვისფერი დაადნა ტევრებს
და თითქოს ჯიბრით,
არ მკრთალდება ცა – ლურჯად მდგარი,
წავიდეთ, სანამ ერთად ყოფნას
მზე მოგვიტევებს,
დაგვედევნება გზაარეულ ღრუბელთა ჯარი.
მეწამულ ქორწილს გადაგვიხდის
ფოთოლთა ცვენა,
ნეკერჩხლის ხეებს შეაკვდება
ჩურჩული ფიცის,
ძვირფასო, ჩვენთვის ნოემბერი
გამართავს სცენას,
გომბორზე ახლა შემოდგომა ხეებში იწვის.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები