ნიშანლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიშანლობა − სასიძოსა და საპატარძლოს შორის ქორწინებამდე კავშირი. ნიშანლობა, რომელიც აჭარულ საქორწინო წეს-ჩვეულებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ასევე, „ნიშაღლობის” სახელწოდებითაცაა ცნობილი. იგი ნიშნობისა და ქორწილის შუა პერიოდში საცოლის ოჯახში სასიძოს სიარულს გულისხმობდა. ხშირად მისი ხანგრძლივობა წელიწადს და მეტსაც შეადგენდა.

ნიშანლობის დროს დაიშვებოდა დანიშნულთა სქესობრივი ურთიერთობა და ქალის მშობიარობა მამის სახლში. ნიშანლობა – სასიძოს საპატარძლოს ოჯახში მალული ვიზიტები, მთელი აჭარისათვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ სრულად იგი ზემო აჭარას შემორჩა. ქვემო აჭარაში ნიშანლობა მეტ-ნაკლებად ფუნქციონირებდა, ხოლო კინტრიშის ხეობაში ნიშანლობა საერთოდ არ დადასტურებულა.

ნიშანლობის მსგავსი მოვლენა, რაც სასიძოს სასიმამროს სახლეულში ფარულ სიარულსა და დანიშნულთა ქალის ოჯახში თანაცხოვრებას გულისხმობდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და კავკასიის ხალხებისათვის იყო დამახასიათებელი. იგი მსოფლიოს სხვა ხალხებშიც კარგად იყო ცნობილი, რაც ამ სოციალური ინსტიტუტის უნივერსალურ ბუნებაზე მეტყველებს. ნიშანლობა მიჩნეულია დისლოკალურ − მატრილოკალურიდან პატრილოკალურ დასახლებაზე გარდამავალი ტიპის დასახლებაში გაჩენილ მოვლენად. ნიშანლობის ყოფაში შემონახულობას მრავალი ფაქტორი უწყობდა ხელს. თვლიან, რომ მნიშვნელოვან როლს გამოსასყიდისა და მზითვის მომზადებისათვის გარკვეული დროის საჭიროება თამაშობდა. ამას ემატებოდა აგრეთვე სურვილი, რომ ქალი-მუშახელი ოჯახიდან რაც შეიძლება დიდხანს არ გაეშვათ. მართალია წარმომავლობით ნიშანლობა დისლოკალურ დასახლებას უკავშირდება, მაგრამ ეთნოგრაფიულ ყოფაში იგი უმეტესად მაინც სხვა − განსხვავებული ფუნქციის მატარებელიც იყო, რამაც დასაშვებია მისი ხანგრძლივი შემონახულობაც განაპირობა.



ლიტერატურა

მგელაძე, 1996; ბექაია, 1964:13-14; აჭარული დიალექტის... 1990:12.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები