ნოტოედროზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოტოედროზი – (notoedrosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Notoedres + ბერძნ. osis დაავადება) – ძაღლის, კატის, მელიის, ბოცვერის ინვაზიური დაავადება (არაქნოზი), რომლის აღმძვრელი, Notoedres-ის გვარის ტკიპები პარაზიტობენ თავის, ზურგის, წინა და უკანა კიდურების კანის ეპიდერმისის სისქეში. გავრცელებულია ყველგან. განსაკუთრებით ამთვისებელია მოზარდეული.

სიმპტომები: თავის, ყურის ნიჟარების, შუბლის, ლოყების, კისრის ზედა მესამედის კანზე წარმოიქმნება პაპულები და ვეზიკულები, რომლებიც შემდეგ ფუფხით იფარება; ვლინდება ძლიერი ქავილი; დაზიანების ადგილებში კანი სქელდება და ელასტიკურობას კარგავს. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს ზურგის, ბეჭების მიდამოებში, წინა და უკანა კიდურებზე.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები