ნუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუნი(ეგვ.) დაუსაბამო ოკეანე, რომლის წიაღში ჩაისახნენ ღმერთები, ჯერ პირველი წყვილი და მერე ყველა სხვა ღმერთი, რომლებმაც შეადგინეს ჰერმოპოლისის (თოთის ქალაქის) ღმერთთა რვეული.

ეგვიპტის სხვადასხვა მხარეში ნუნის გენეალოგია განსხვავებული იყო: ჰელიოპოლისში მისი უპირველესი ნაშიერი იყო ათუმი, რომელმაც მითოსის მიხედვით თავისი თავი წარმოშვა. ჰელიოპოლისის ღმერთთა ცხრეულის თავი, მემფისში გაიგივებული იყო ფთახთან, თებეში – ამონთან. ნუნიდან ამოიზარდა პირველქმნილი ბორცვი – სამყაროს ემბრიონი, პირველსაწყისი, საიდანაც შემდეგ წარმოიშვა ხმელეთი და მთელი კოსმოსი. ქვეყნის დასასრულს ყოველი ქმნილება – მთელი კოსმოსი ისევ ნუნის წყლებს დაუბრუნდება. ერთ ტექსტში ათუმი ამბობს: „მე მოვსპობ ყველაფერს, რაც შევქმენი. ქვეყნიერება ოკეანედ (ნუნ) და დაუსაბამოებად გადაიქცევა, როგორც იყო“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები