ობიექტთან ურთიერთობის სკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობიექტთან ურთიერთობის სკოლა - ფსიქოანალიზის სკოლა ჩამოყალიბდა ბრიტანეთში 1930-40-ან წლებში. ობიექტთან ურთიერთობის სკოლა მუშაობდა მელანი კლაინის იდეების განვითარებზე, ფაირბურნმა (W.R.D. Fairburn) გაიზიარა კლაინის თეორია დედასთან ადრეული გამოცდილების მნიშვნელობის შესახებ, ისევე როგორც იდეები ობიექტისა და მისი გახლეჩის შესახებ. ის თვლიდა, რომ ობიექტიც და „მე”-ც შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს:

1. იდეალურად, რომელიც არასოდეს იწვევს ფრუსტრაციას;
2. ლიბიდონალურად, რომელსაც შეუძლია დრაივების დაკმაყოფილება და
3. ანტილიბიდონალურად, რომელიც იწვევს ფრუსტრაციას.

კონფლიქტი ორ უკანასკნელ ნაწილს შორის, ჩვეულებრივ, იწვევს რეპრესიას, მაგრამ ზოგჯერ, უცაბედ მერყეობას საპირისპირო გრძნობებს შორის.

ჰარი განტრიპმა (Harry Guntrip) და, მოგვიანებით, ჯოზეფ სანდლერმა (Joseph Sandler) შემდგომში განავითარეს ფაირბერნის იდეები და ისინი თერაპიულ პრაქტიკაში გამოიყენეს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები