ოდა (სიმღერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოდა − (ძვ. ბერძ. ᾠδή < ἀοιδή – სიმღერა), ძველ ატიკურ კომედიაში ქოროს სიმღერა, რომელსაც პარაბასას სტრუქტურაში ეკავა მკაცრად განსაზღვრული ადგილი. ანტოდასთან, ეპირემასთან და ანტიეპირემასთან ერთად, ქმნიდა პარაბასას მე-2 ნაწილს. ოდა შეიცავდა ღმერთებისადმი საკულტო მიმართვას ან დასცინოდა ცალკეულ მოქალაქეებს. მისი მეტრული წყობა გამოირჩეოდა სირთულით, მრავალფეროვნებით და გადმოიცემოდა ანტოდის შემწეობით – მე-2 ნახევარქოროს სიმღერაში.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები