ონქოცერკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ონქოცერკა (Onchocerca; ბერძნ. onkos ჩირქგროვა, სიმსივნე + kerkos კუდი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Filariidae-ს ოჯახს, Filariata-ს ქვერაზმს. ბიოჰელმინთი.

Onchocerca reticulata (ლათ. reticulatus ბადისებრი) – სახეობა, პარაზიტობს ცხენის ფეხის მომხრელი მყესების ქსოვილებში, საბორკილე სახსრის იოგებში, სისხლძარღვოვან ქსოვილებში ჩლიქიდან წინამხრამდე და კიდურების მყესების მიდამოს კანქვეშა უჯრედისში. შუალედური მასპინძელიოფები;

Onchocerca cervicalis (ლათ. კისრის) – სახეობა, პარაზიტობს ცხენის ქედის იოგის მყესოვან ქსოვილში. შუალედური მასპინძელი – ოფები და კოღოები;

Onchocerca gutturosa (ლათ. guttur ყელი, ხახა) – სახეობა, პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ქედის იოგის შემაერთებელ ქსოვილებში. შუალედური მასპინძელი – ქინქლები.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები