ოროკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოროკი − მიწის გამაგრებისათვის მოწყობილი ტერასა, ხელოვნურად ანდა ბუნებრივად დასაფეხურებული, დატერასებული სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი.

ოროკის კედელი შეიძლება ქვა-ყორით, მოწნული ღობითა თუ ძელით შემაგრებულიყო. მას მთაში მცხოვრები მოსახლეობა რელიეფის დახრილობის პირობებში სახნავ-სათესი მიწის ფართობების რაციონალური გამოყენების მიზნით მიმართავდა. ფერდობ ადგილებზე ოროკების მოწყობა ნიადაგს ეროზიული მოვლენებისგანაც იცავდა და ხელს უწყობდა მოსავლის ნაყოფიერებას, აგრეთვე, ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებას. ოროკების კედლების შემაგრება, როგორც ხის ძელებით, ისე ქვის ყორითაც ხდებოდა. აჭარის ამა თუ იმ ხეობაში, მაგალითად, მაჭახლის ხეობაში, ხელოვნურად მოწყობილი ოროკების გარდა ბუნებრივი გზით წარმოშობილი ოროკებიც გვხდებოდა. მაჭახლის ხეობის სინამდვილეში ოროკების გავრცელებას ზოგიერთი ლოკალური თავისებურება ახასიათებდა. იგი უფრო მემინდვრეობის ინტერესს ემსახურებოდა. მაჭახლის გარდა ოროკების მოწყობას აჭარიწყლის ქვედა ზოლში, კერძოდ, მერისის ხეობაშიც მიმართავდნენ, მაგრამ ეს წესი იქ ისეთი ინტენსიური არ ჩანდა, როგორც მაჭახლის ხეობაში, სადაც მთიური რელიეფი პირობების გამო ოროკები შედარებით ფართოდ იყო წარმოდგენილი. აჭარის ზღვისპირა ზოლში ციტრუსოვანი კულტურების დამკვიდრების შემდგომ ფართო გავრცელება ჰპოვა უკედლო ოროკებმა, რასაც „ტარასს” უწოდებდნენ –



ლიტერატურა

ორბელიანი, 1949:266;
კახიძე, 1974:43;
ქართული ეთნოლოგიური... 2009:298.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები