ოტოდექტოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოტოდექტოზი (otodectosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Otodectes + ბერძნ. osis დაავადება) – ხორცისმჭამელი ცხოველების ყურის მუნი (მღერი), რომლის აღმძვრელი, Otodectesის გვარის ტკიპი. პარაზიტობს ყურის ნიჟარის კანის შიდა ზედაპირზე, სასმენ ხვრელსა და დაფის აპკზე. უპირატესად ავადდება 1,5-4 თვის ასაკის მოზარდეული. დაავადება გავრცელებულია ყველგან.

სიმპტომები: შეტევის სახით მოუსვენრობის (გალიაში სირბილი, თავის ქნევა) პერიოდულად გამოვლენა, ზრდაში ჩამორჩენა, ბეწვის გაფერმკრთალება. სასმენი ხვრელის კანის ზედაპირზე წყლულებია, ხოლო საშუალო და შიდა ყურის ღრუებში – ჩირქოვანი ექსუდატი.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები