პათოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პათეტიკური-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პათეტიკური, პათოსი (ბერძნ. pathetikos, pathos – აღგზნება, გატაცება, მღელვარება, მგზნებარება) – დრამატული პოეტიკის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრაგედიაში, თუმც ახასიათებს სხვა დრამატულ ჟანრებსაც.

პათოსი ჰეროიკისა და რომანტიკის განუყრელი ნიშანია და პირდაპირ კავშირშია პოეტურ ექსტაზთან. თავისი მარადიული ღირსების გამო, იგი ზოგიერთ თეატრალურ მიმდინარეობებში გადაიქცა მექანიკური მიბაძვის საგნად და ამის გამო შეიძინა სცენური სიყალბის ნიშნები. პათეტიკა მოვლენების და როლის ჭეშმარიტი განცდის შედეგია და ვერ ითმენს მცირეოდენ სიყალბესაც კი. მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ხანაში პათეტიკას ჩაენაცვლა პოეტური მედიტაცია.


მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები