პანტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანტა

პანტა - (Pyrus caucasica Fed); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). მაღალი ხეა ან უფრო იშვიათად – ბუჩქი. ვარჯი, ჩვეულებრივ, პირამიდულია, ნორჩი ტოტები შიშველია, ნაცრისფერი ქერქით, ეკლებიანი; ფოთლები შიშველია ან ქვედა მხარე ზოგჯერ თხლადაა აბლაბუდასებური ბეწვით მოფენილი, ნახევრად ტყავისებურია, ზედა მხარე პრიალაა, მოყვანილობით მომრგვალო ან ფართო-კვერცხისებური, ზოგჯერ მოგრძო, კიდეებზე წამწამისებური ბეწვით მოფენილი. ყვავილები თეთრია, ფარისებურ ყვავილედებად შეკრებილი; გვირგვინის ფურცლები უკუკვერცხისებურია. ყვ. ნაყ. IV. იზრდება უპირატესად მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში, ზოგჯერ უფრო მაღლაა უფრო მეტად დამახასიათებელია ფოთლოვანი ტყეებისთვის. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში, ჯავახეთის გამოკლებით.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები