პარადიგმატიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარადიგმატიკა

1. მიმართებათა ორი ტიპიდან ერთი (უპირისპირდება სინტაგმატიკას), როდესაც ენობრივი ერთეულები ერთსა და იმავე კონტექსტში გამორიცხავენ ერთმანეთს. ანუ შეუძლიათ ჩაენაცვლონ ერთმანეთს. ყველა ენობრივი ერთეული, რომლებიც ეკუთვნიან ერთსა და იმავე პარადიგმას. იმყოფებიან პარადიგმულ, მიმართებაში.

პარადიგმული მიმართებები შეიძლება დადგინდეს ლინგვისტური ანალიზის ყველა დონეზე. მაგ. სიტყვებში: დარი, თარი, ტარი ა ფონემის წინ პოზიციაში ერთმანეთს ენაცვლებიან , , ტ პარადიგმის წევრები; ბრუნვის ფორმები – კაც-ი, კაც-მა, კაც-ს, კაც-ის… არასოდეს შეგვხვდება ერთსა და იმავე სინტაქსურ კონტექსტში. ასევე წინადადებაში „დათვი ტყის ბინადარია“, სიტყვას „დათვი“ შეიძლება ჩაენაცვლოს ტყის სხვა ბინადართა სახელები: ლომი, ვეფხვი, აფთარი, მგელი, ტახი და ა. შ.

2. მოძღვრება პარადიგმულ მიმართებათა შესახებ.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები