პარტერი (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარტერი

პარტერი – ს(ფრანგ. par – ზე და terre – მიწა) – იატაკის სიბრტყე მაყურებელთა დარბაზში. ეს სახელწოდება ჰქონდა რომაულ თეატრში მოედნის ნახევარწრეს, სადაც შემდგომ განთავსდა დასასხდომი ადგილები. იარუსებით გარშემორტყმული პარტერი პირველად გამოყენებულ იქნა იტალიაში, XVII ს. დასაწყისში.

პარტერი პირველ ხანად განკუთვნილი იყო დაბალი წრის წარმომადგენელთათვის და არ გააჩნდა დასასხდომი ადგილები. შემდგომში გაჩნდა ასეთი ადგილებიც, რომელთა წინა რიგები განკუთვნილი იყო დიდებულთათვის.

თანამედროვე თეატრის პარტერში მაყურებელთა ადგილები რიგებად არის დაყოფილი და აქვს როგორც განივი, ისე გასწვრივი გასასვლელები. ხედვის გასაუმჯობესებლად იატაკი ბოლო რიგებში ამაღლებულია.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები