პეგმატიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეგმატიტი

პეგმატიტი – (ფრანგ. pegmatite < ბერძ. pēgma (pēgmatos) კავშირი), მაგმური წარმოშობის მსხვილმარცვლოვანი ქანი. ძირითადად გრანიტული შედგენილობის. პეგმატიტის ამგები მინერალები დიდი რაოდენობით შეიცავს აქროლად კომპონენტებსა და იშვიათად გაფანტულ ელემენტებს. გვხვდება ბუდობების, უმეტესად კი გამკვეთი ძარღვების სახით მასთან გენეტურად დაკავშირებულ მაგმურ, აგრეთვე მეტამორფულ და დანალექ ქანებში. პეგმატიტი შეიცავს მრავალ სასარგებლო კომპონენტს (მინდვრის შპატი, მუსკოვიტი, ნეფელინი). პეგმატიტის ჩამოყალიბების დროს წარმოიქმნება მინერალთა სამრეწველო დანაგროვები, ე.წ. პეგმატიტური საბადოები, რომელთათვის დამახასიათებელია რთული აგებულება და მორფოლოგია, აგრეთვე სასარგებლო კომპონენტების ცვალებადი კონცენტრაცია. გამოიყენება მინისა და კერამიკის წარმოებაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები