პირანდელო ლუიჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუიჯი პირანდელო

ლუიჯი პირანდელო – (1867–1936), იტალიელი მწერალი, დრამატურგი. მის შემოქმედებაზე გავლენა იქონია ვერისტულმა დრამატურგიამ, მე-20 საუკუნის დასაწყისის იდეალისტურმა ფილოსოფიამ და მოდერნისტულმა დრამამ. იგი ცდილობს ასახოს ცხოვრების არსი, ადამიანებს ჩამოხადოს „ნიღაბი“, გამოავლინოს ყოფიერების პარადოქსები. მისი ძირითადი დრამატურგიული მემკვიდრეობაა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დრამები: „უფლება სხვებისთვის“, „სიტკბოება სათნოებაშია“, „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ (მოუტანა მსოფლიო აღიარება), „შიშვლები იცვამენ“, ტრაგი-ფარსი „სულელი“, „ასეა თუკი ასე გგონიათ“, „სიცოცხლე, რომელსაც გაძლევ“, „დღეს ჩვენ ვიმპროვიზირებთ“ (და სხვ.).




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები