პირის ღრუს და ხახის დათვალიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირის ღრუს და ხახის დათვალიერება — როდესაც გვესაჭიროება ნუშურების და ხახის დათვალიერება, მარტივი, რიგითი ფარინგოსკოპია შეიძლება განვახორციელოთ შუბლის შუქით და ენის დამწევით. როდესაც გვინდა გამოვრიცხოთ ნეოპლაზიური დაავადება, შესაძლოა დაგვჭირდეს სარკე.

პაციენტს უნდა გააღებინოთ პირი, ჯერ ენის მოსვენებულ მდგომარეობაში, შემდეგ, ენის გამოწევით. ასევე, მარჯვნივ და მარცხნივ გავაწევინოთ. როდესაც პაციენტის ხახა ანატომიურად ვიწროა, შეგიძლიათ ფონაციის რეჟიმში ჩაიხედოთ პირის ღრუში. აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად, ღებინების რეფლექსის მქონე პაციენტებში, ენის დამწევის ენის უკანა ნაწილში დადება იწვევს ამ რეფლექსის გამოხატვას და ამიტომ ეცადეთ, ენის წინა ნაწილებზე მოახდინოთ ზეწოლა.

პირის ღრუს პალპაცია საჭირო ხდება, როდესაც ვეძებთ სანერწყვე ჯირკვლის, ენის და პირის ღრუს ნეოპლაზიურ პათოლოგიას ან კენჭოვან დაავადებას.

ამ მანიპულაციით ხდება:

— მტკივნეული ზონის ძებნა-შეფასება;
— გამაგრებული ან ხორკლიანი, უჩვეულო ზედაპირის მქონე ზონის, ენის ძირის და ტონზილების მიდამოს შეფასება. მისი განხორციელება უფრო კარგია სარკით ან ფიბროსკოპით.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები