პნევმატიკური სამშენებლო კონსტრუქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პნევმატიკური სამშენებლო კონსტრუქციასამშენებლო კონსტრუქცია, რომლის მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია ჰაერის შიდა ჭარბი წნევით. მიეკუთვნება რბილი გარსების ტიპს. არსებობს ორი სახის: ჰაერზე დაყრდნობილი და პნევმოკარკასული. ჰაერზე დაყრდნობილში შიდა ჩაკეტილი მოცულობა შევსებულია დაჭირხნილი ჰაერით წნევით 0,1-1 კნ/მ2, ხოლო პნევმოკარკასული წარმოადგენს ცალკეული ბალონების (მოცულობების) ერთობლიობას, სადაც თითოეულ მზიდ ბალონში შეკუმშული ჰაერის ჭარბი წნევის სიდიდეა 30-700 კნ/მ2.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები