პოლიკონდენსაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიკონდენსაცია, (პოლიმერის კონდენსაცია) – (ბერძ. polýs ბევრი, მრავალი და ლათ. condensatio შესქელება, შედედება), ნახევრადფუნქციონალური ნაერთებისაგან (ძირითადად ბიფუნქციონალური) მიღებული პოლიმერების სინთეზის პროცესი, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს დაბალმოლეკულური მასის მქონე თანამდევი პროდუქტების (წყალი, სპირტი და სხვ.) გამოყოფა.

პოლიკონდენსაციის პროცესში წარმოქმნილი პოლიმერის მოლეკულური მასა დამოკიდებულია საწყისი კომპონენტების თანაფარდობასა და რეაქციის მიმდინარეობის პირობებზე. პოლიკონდენსაციით სინთეზირებული პოლიმერების ძირითადი სახეობებია: პოლიამიდი, პოლიურეთანი, პოლიკარბონატი, პოლიესტერი, პოლისილოქსანი, ალკიდური ფისი, მელამინ-ალდეჰიდური ფისი, შარდოვანა-ალდეჰიდური ფისი, ფენოლ-ალდეჰიდური ფისი და სხვ. ბუნებრივი, ანუ ბიოპოლიმერები (ცილა, ცელულოზა, ხიტინი და სხვ.) სინთეზირდება ცოცხალ ორგანიზმებში პოლიკონდენსაციის გზით შესაბამისი ფერმენტების კომპლექსების მონაწილეობით.

სამგანზომილებიანი პოლიკონდენსაცია

პოლიკონდენსაცია, როდესაც რეაქციაში მონაწილეობენ მონომერი (ან მონომერები) და ორზე მეტი ფუნქციონალური ჯგუფი. ამ დროს წარმოიქმნება კარგად შეწყობილი პოლიმერები ბადისებრი სტრუქტურით. ასეთი პოლიმერების მისაღებად მონომერების ნარევს უმატებენ ნახევრადფუნქციონალურ კომპონენტებს.

ხაზოვანი პოლიკონდენსაცია

პოლიკონდენსაცია, როდესაც რეაქციაში მონაწილეობს ერთი მონომერი ორი სხვადასხვა ფუნქციონალური ჯგუფით.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები