პოლიმერ-ქვიშის კრამიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიმერ-ქვიშის კრამიტიკრამიტის სახეობა დამზადებული პორტლანდცემენტის, გაცხელებული კვარცის ქვიშის, ტუტემედეგი პიგმენტის, პოლიეთილენის დაქუცმაცებული ნარჩენებისა (ბოთლი, აფსკი და სხვ.) და წყლისაგან. ნარევი თავსდება მბრუნავ დოლში და გარკვეული დროის შემდეგ იწნიხება. დამზადების პროცესში გაცხელებული ქვიშა ადნობს პოლიეთილენის, რის გამოც პოლიმერი თანაბრად ნაწილდება ნარევის მასაში და მიღებული პროდუქცია (კრამიტი) გამოირჩევა დარტყმისადმი დიდი სიმტკიცით, აგრეთვე სოკოსა და ხავსის მიმართ მედეგობით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები