პრესბიაკუზისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრესბიაკუზისი — ამ ტერმინის განმარტება ასეთია: ასაკთან დაკავშირებული სმენის ორმხრივი, ფიზიოლოგიური დაქვეითება.

თუმცა, რეალურად, ეს არის 50 წელს გადაცილებული პაციენტების აუხსნელი ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება, როდესაც არ გვაქვს კონკრეტული მიზეზი, რაც სმენის დაქვეითებას იწვევს.

სარჩევი

პათოგენეზი

ასაკის მატება მოქმედებს არა მარტო სმენის აპარატზე, არამედ ნერვული სისტემის მიერ სმენის აღქმის ზონებზეც.

ეს პროცესი, რასაკვირველია, დამოკიდებულია პიროვნების ინდივიდუალურ თავისებურებაზე, მის კვებით რეჟიმზე, ცხოვრების სტილზე და ა. შ.

კლინიკა

ამ ტიპის სმენის დაქვეითება, როგორც წესი, ვლინდება ხმაურიან ადგილას, როცა რამდენიმე კაცის საუბრის გაგების ხარისხი დაბალია. ეს განპირობებულია ნეიროსენსორული აპარატის დისფუნქციით მაღალ სიხშირეებზე. პრაქტიკულად, ეს ტელევიზორის ან რადიოს ხმამაღალ მოსმენაში ვლინდება.

ოტოსკოპიურად ყური სრულიად ნორმალურია და არანაირი პათოლოგია არ ჩანს.

აუდიომეტრიული კვლევები ცხადყოფს სიმეტრიულ ნეიროსენსორულ სმენის დაქვეითებას მაღალ სიხშირეებზე.

განვითარება

დაავადების დინამიკა ინდივიდუალურია და, როგორც წესი, ხმის აღქმის მთელ სპექტრზე ვრცელდება. მაღალი სიხშირის დროს, დაზიანება უფრო ინტენსიურია.

შესაძლოა შეგვხვდეს ერთნაირი აუდიომეტრიული დაზიანება სხვადასხვა ასაკის პაციენტში, რაც შესაძლოა, გენეტიკური მიდრეკილების ბრალიც იყოს.

ასეთ პაციენტებში, ამა თუ იმ აგრესიული ფაქტორის არსებობის შემთხვევაში (მხედველობაში გვაქვს ტრავმები, მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია და ა. შ.), დაზიანების უფრო მეტი ხარისხია სავარაუდო.

მკურნალობა

მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს. ნაჩვენებია მხოლოდ სასმენი აპარატის ინსტალაცია, როგორც გარეგანის, ასევე იმპლანტის.

აპარატების დანიშვნასთან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ ორი რამ:

  1. სასმენ აპარატთან ადაპტაცია უფრო უადვილდებათ ახალგაზრდა და ნაკლებად სმენადაქვეითებულ პაციენტებს;
  2. აუდიომეტრიული მაჩვენებლები შესაძლოა ინდივიდუალურად, სხვადასხვაგვარად აღიქმებოდეს ამა თუ იმ პაციენტის მიერ. ანუ, რაც აწუხებს ერთს, შესაძლოა იყოს სავსებით მისაღები მეორისთვის;
NOTA BENE
  • სმენადაქვეითებული პაციენტი რაც უფრო მალე დაიწყებს აპარატის ტარებას, მით უფრო იოლად და კარგად მოირგებს ის მას.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები