პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია - (progressive multifocal peukoencephalopathy), ოპორტუნისტულ ინფექციასთან დაკავშირებული იშვიათი დაავადება, რომელსაც Polyomavirus-ის ზოგიერთი წარმომადგენელი იწვევს. თითქმის ყოველთვის აღინიშნება იმუნოდეფიციტის მქონე პირებში (მაგ.: შიდსი; ორგანოთა ტრანსპლანტაციისას იმუნოსუპერსანტებით თერაპიის შედეგი). ამ პირებს აღენიშნებათ დემენციის, სიბრმავის, დისფაზიის, ჰემიპარეზების, ატაქსიისა და კეროვანი დაზიანებების შერწყმა; რამდენიმე თვეში სიკვდილით სრულდება. ტვინის პათოლოგია წარმოდგენილია მიელინის და გლიური უჯრედების კეროვანი დაკარგვით, დამახასიათებელი ჩართვებით მიელინდაკარგულ მონაკვეთებში. დაავადების გამომწვევი აგენტი შეიძლება გამოვლინდეს ელექტრომიკროსკოპის საშუალებით ან მონოკლინური ანტისხეულების გამოყენებით შეღებილ პრეპარატებზე.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები