ჟვაბრან-მგიალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟვაბრან-მგიალ (ჟοაბრან მგοალ) - აფხ. ღვთაება ჟვაბრანის მჭადი. ყველიერის შაბათ დღეს ღვთაება ჟაბრანის სახელზე თავისებური სარიტუალო მჭადი ცხვება. მას აუცილებლად ოჯახში არსებული „სუფთა“ ქალი (ე.ი. უხუცესი) ამზადებდა. წვრილად დაფქული ფქვილისაგან თხელ ცომს ზელდა და შემდეგ ახალი ფქვილით ფენებად აბრტყელებდა. სარიტუალო მჭადი ცხელ კერიაში ცხვებოდა. მუგუზლებისაგან გამოსუფთავებულ კერიაში, ცხელ ნაცარზე დააფენდა სველ შქერის, წაბლის ან ლეღვის ფართო ფოთლებს. მასზე ფენა-ფენად, ერთმანეთზე დააწყობდა გაბრტყელებულ ცომის ფირფიტებს. ზემოდან, შუაგულზე დაადებდა ახალ ამოყვანილ, უმარილო ყველის გულს გრძლად. მჭადი უმარილო უნდა ყოფილიყო. ოჯახის უხუცესი მამაკაცი თხილის ჯოხით და თან ლოცვით ცომის ნაწილს ზღვისკენ და ნაწილს მთისკენ ისროდა. თან „რრეიტ“, „რრეიტ“-ის ძახილით საქონლის გამრავლებასა და მის სიმრთელეზე ლოცულობდა. შემდეგ ცომს ზემოდანაც დააფარებდნენ რამდენიმე ფენად ფოთლებს და ზედ ცეცხლმოდებულ მუგუზლებს აყრიდნენ, გამოსაცხობად.საყურადღებოა, რომ სხვადასხვა ღვთაებებს, იქნებოდა ეს მესაქონლეობისთვის განკუთვნილი, თუ ოჯახისა და მისი წევრების, აფხაზები თავდაპირველად მუდმივად საქონლის გამრავლებასა და სიმრთელეს შესთხოვდნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩრდილოეთის მთიდან მათი მიგრაციის გზით მოსულობას საქართველოში.


წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები