რამლილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამლილა

რამლილა – (ჰინდი. राम लीला), მუსიკალურ-საცეკვაო დრამა, რომელიც გავრცელებულია ინდოეთის ჩრდილოეთ რაიონებში.

რამლილას სიუჟეტს საფუძვლად უდევს ძველინდური ეპიკური პოემა „რამაიანა“. უძველესი დროიდან რამლილას წარმოადგენენ ინდოეთის ტაძართა მახლობლად რელიგიური დღესასწაულის „დასახრას“ დროს და გრძელდება 9-14 დღე. წარმოდგენა შედგება თანმიმდევრულად განვითარებული ეპიზოდების სერიისაგან, სრულდება უშუალოდ მოედანზე ან სცენაზე. მთავარი მოქმედი პირი მთხრობელია, რომელიც კრავს მთელ მოქმედებას. იგი დაწვრილებით განმარტავს სცენაზე ასახულ ყველა მოვლენას, აქტიორული გამომსახველობის ძირითადი საშუალებებია ცეკვა და პანტომიმა. მოქმედება წარმოებს ეროვნული სამუსიკო საკრავების აკომპანემენტით. XVIII-XX ს.ს, დიდგვაროვანთათვის იმართებოდა რამლილას საგანგებო წარმოდგენები. საერთოდ, შემსრულებლებს აცვიათ მყვირალა ტანსაცმელი. ზოგჯერ ნიღბებიც უკეთიათ; წარმოდგენა მიმდინარეობს უდეკორაციოდ (გამოიყენება მხოლოდ აქსესუარები).

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები