რეგთაიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეგთაიმი - ამერიკელ ზანგთა საცეკვაო მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა მე­-19 საუკუნის მეორე ნახევარში; ჯაზის ერთ­ერთი წინამორბედი.

რეგთაიმი ჯაზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება ზანგური მუსიკის საკრავიერი ჟანრი, რომელსაც „Ragtime“ ეწოდება. ტერმინი „Ragtime“ („გაგლეჯილი დრო“) პირველად გვხვდება 1893 წელს გამოქვეყნებული ფრედ სტოუნის პიესის სათაურში „My Ragtime Baby“.

რეგთაიმი, თავისი არსით, საფორტეფიანო მუსიკაა, თუმცა მას ხშირად სხვა საკრავებზეც, ანსამბლებსა თუ ორკესტრის შემადგენლობითაც ასრულებენ.

XIX საუკუნის მიწურულს მუსიკოსთა ერთი ჯგუფი ქმნიდა მუსიკას ე. წ. რეგ-სტილში („Rag“ − ინგლისურად ნაგლეჯს ნიშნავს). ამ სტილში შექმნილ ნაწარმოებს აგებულების საკმაოდ მკაცრი ფორმა გააჩნდა. ასე, მაგალითად ერთი მუსიკალური თემა პერიოდულად მეორდება, ხოლო ამ გარემოებებს შორის თავსდებოდა იმპროვიზირებულ-ვარირებული მასალა. სწორედ თემისა და იმპროვიზირებული მასალის შერწყმა ქმნიდა „რეგს“, ხოლო რამდენიმე რეგის მონაცველობა − თავად მუსიკალურ ნაწარმოებს.

რეგ-სტილს შესრულების დამახასიათებელი თვისებებიც გააჩნია. ასე, მაგალითად, მარჯვენა ხელში გამუდმებით ჟღერს მკაფიო რიტმი აგებული „ბანი-აკორდის“ მონაცვლეობაზე სადაც ბანი აკორდისგან ერთი ან ორი ოქტავითაა მოშორებული, ვინაიდან მარცხენა ხელის ამგვარი მოძრაობა ფართო ნაბიჯებს მოგვაგონებს, დაკვრის ამგვარ მანერას „Stride“ უწოდეს. ამავე დროს მარჯვენა ხელში რიტმულად რთული, სინკოპირებული მელოდიური ნახატი ჟღერს.

სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია პირველი რეგ-თაიმის ავტორის სახელი, სამაგიეროდ საყოველთაოდ ცნობილია Scott Joplin და მისი ნაწარმოებები სახელწოდებით „The Entertainer“ და „Maple Leaf Rag“.


წყარო

საუბრები თანამედროვე ხელოვნებაზე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები