რელე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

რელე – (ფრანგ. relais < relayer შეცვლა), ავტომატური ხელსაწყო, რომელიც რეაგირებს რაიმე დანადგარის ერთ-ერთი პარამეტრის (მაგ., ძაბვის, წნევის, ტემპერატურის) ცვლილებაზე და მცირე სიმძლავრის საშუალებით ჩართავს ან განრთავს დენის წრედში გაცილებით უფრო მძლავრ დამხმარე წყაროს. ამ ტერმინის ქვეშ, როგორც წესი, იგულისხმება ელექტრომაგნიტური რელე, თუმცა პრაქტიკაში გამოიყენება არაელექტრული ბუნების რელეებიც (ტემპერატურული, სინათლის, აკუსტიკური და სხვ.).

სამშენებლო საქმეში გამოყენებული რელეს სახეებია: ადგილობრივი, აირის, აკუსტიკური, ამომრთველი, ამძრავი, აღმრიცხველი, გადამრთველი, გადამცემი, გამოსაძახებელი, გამშვები, გამყოფი, დამცავი, დაყოვნებული ქმედების, დენის, დიფერენციალური, დროის, ელექტროდინამიკური, ელექტრომაგნიტური, ელექტრონული, ელექტრული, ემისიური, თერმოელექტრული, იმპულსური, ინდუქციური, ინერციული, კათოდური, მაბლოკირებელი, მაგნიტური, მაკოდირებელი, მანაწილებელი, მანომეტრული, მაყოვნებელი, მექანიკური, მიმღები, მკვებავი, მმართველი, ნახევრადგამტარიანი, ნულოვანი, პნევმატიკური, პოლარიზებული, სადისტანციო, სამანიპულაციო, სასიგნალო, სასინჯი, სელექტორული, სითბური, ტემპერატურის, უკონტაქტო, უკუდენის, ქრონომეტრიული, ჩამიწების, ჩამკეტი, ცენტრიდანული, ძაბვის, წინაღობის, წნევის, ჭავლური, ხაზის, ჯგუფური და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები