რელიგიები საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

რელიგიები საქართველოში

კრებული „რელიგიები საქართველოში“ მხოლოდ საცნობარო-საენციკლოპედიო ხასიათს ატარებს და ჩვენს ქვეყანაში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების სისტემატიზებული გადმოცემის მცდელობას წარმოადგენს. საქართველოში რელიგიური მრავალფეროვნებისა და, ზოგადად, რელიგიურობის ფენომენის ღრმა და სამეცნიერო ანალიზი სამომავლო კვლევაძიების სფეროა.

გამოცემა, უმთავრესად, ორ მიზანს ისახავს:

ერთი მხრივ, როგორც უკვე ითქვა, პუბლიკაციამ მკითხველს ზოგადი, საცნობარო ხასიათის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საქართველოში არსებული რელიგიებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ. შესაბამისად, წიგნში განზოგადებული სახითაა გადმოცემული მონაცემები ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების ისტორიის, მოძღვრების, რელიგიური პრაქტიკის, სოციალური მოღვაწეობისა და საქართველოში მათი წარსულისა და დღევანდელობის შესახებ.

მეორე მხრივ, გვსურს, რომ წიგნმა ერთგვარად ხელი შეუწყოს განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამაინებს შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს დამკვიდრებას, უფრო ფართო აზრით კი, გააღრმაოს რელიგიური ტოლერანტობის ისტორიული კულტურა, რითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ქვეყანა.

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები