რელიეფი (გეოგრაფია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რელიეფი (ფრანგ. relief დახმარება < ძვ. ფრანგ. relever აწევა; შემსუბუქება < ლათ. relevāre ტვირთის, დატვირთვის შემსუბუქება; შემსუბუქება; აწევა) – ხმელეთის, ოკეანისა და ზღვის ფსკერის უთანაბრობის ერთობლიობა, რომლებიც განსხვავდებიან მოხაზულობის, ზომების, წარმოშობის, ასაკისა და განვითარების ისტორიის მიხედვით. შედგება დადებითი (ამოზნექილი) და უარყოფითი (ჩაზნექილი) ფორმებისაგან. მის წარმოშობას განაპირობებს მიწის ზედაპირზე ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების ზემოქმედება. რელიეფის შემსწავლელ მეცნიერებას გეომორფოლოგია ეწოდება;

რელიეფის ფორმები

დედამიწის ზედაპირზე გვხვდება საშუალო, დიდი და პატარა ზომის ხმელეთის ზედაპირის ელემენტები, რომლებიც გამოირჩევა კარგად გამოხატული მოხაზულობითა და წარმოშობის ისტორიით. რელიეფის ფორმები იყოფა დადებით, უარყოფით, მარტივ, რთულ, ჩაკეტილ და გახსნილ ფორმებად. მარტივი რელიეფის ფორმები წარმოქმნილია ერთი (ჩვეულებრივ ეგზოგენური) რელიეფწარმომქმნელი პროცესით; რთული რელიეფის ფორმები იქმნება რამდენიმე ეგზოგენური პროცესის შედეგად.

დედამიწის რელიეფის ფორმებს მიეკუთვნება შემდეგი ფორმები:
მთათა (ქედი, მთა, მთიანეთი, პლატო, ბორცვი, ზეგანი, ხეობა, ხევი);
დადაბლებული (ვაკე, დაბლობი, ველი, ქვაბული, პენეპლენი, პედიმენტი, პედიპლენი);
მდინარეული (დელტა, კალაპოტი, მდინარე, მეანდრი, ჩანჩქერი, ჭორომი);
ფლუვიალური (გამოზიდვის კონუსი, პლაჟი, კანიონი, მღვიმე, კლიფი, ჭალა, ოაზისი, ჭაობი, გუბე);
მყინვარული (ვერძის შუბლი, კარი, მყინვარი, მყინვარული ნაკაწრი, ოზები, რიგელი, ტროგი, ფიორდი, ცირკი);
ოკეანური და სანაპირო (ატოლი, ესტუარი, კუნძული, ლაგუნა, მარჯნის რიფი, ნახევარკუნძული, ნაპირი, შუაოკეანური ქედები, შელფი, ყელი, ყურე, კონცხი, წყალ-ქვეშა მთა);
ვულკანური (გეიზერი, დაიკი, ვულკანი, კრატერი, გუმბათი, კონუსი, კალდერა, ლავური ნაკადი, ლავური პლატო, ლაკოლითი, მაარი, ბარანკოსი, ნეკი);
ეოლური (უდაბნო, ერგი, დიუნა, ბარხანი, იარდანგი, ზასტრუგა, თოვლის კარნიზი) და
ანთროპოგენური (არხი, გზა, გვირაბი, კარიერი, კაშხალი, მაღარო, პოლდერი, რკინიგზა, შენობა, ჯებირი, წყალსაცავი, ხიდი, ხელოვნური კუნძული).

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები