რელიეფური შედუღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რელიეფური შედუღება − ელექტროშედუღების სახეობა, რომელიც წარმოებს შესაერთებელი, რელიეფური ზედაპირის მქონე, დეტალების ერთდროულად ერთ ან რამდენიმე წერტილში ან შეხების მთელ ფართობზე. საშემდუღებლო ტრანსფორმატორიდან მიწოდებული ელექტროდენით სათანადო ტემპერატურამდე გახურების შემდეგ, ჩაჭერის ძალვის მოქმედებით, ყველა რელიეფი ერთდროულად დაიწევს, გაბრტყელდება, ნაწილობრივ გადნება და წარმოქმნის წერტილოვანის ანალოგიურ შენადუღ შეერთებას. რელიეფური შედუღება კლასიფიცირდება რელიეფების ფორმისა და დამზადების მეთოდის მიხედვით (წრიული, მოგრძო, რგოლური, მსხვილწახნაგოვანი და სხვ).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები