რექტიფიცირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რექტიფიკაცია, (რექტიფიცირება) – (გვიანდ. ლათ. restificatio გასწორება, გამართვა), თხევადი ერთგვაროვანი ნარევების დაყოფა შემადგენელ ნივთიერებებად ან შემადგენელ ნივთიერებათა ჯგუფებად ორთქლების ნარევისა და თხევადი ნარევის ურთიერთქმედების შედეგად.

რექტიფიკაცია დაფუძნებულია სითხის ერთჯერად ან მრავალჯერად აორთქლებაზე, შემდგომში კომპონენტების მრავალსაფეხურიანი კონდენსაციით. რექტიფიკაცია თხევადი ნარევის დაშლა მის შემადგენელ კომპონენტებად განპირობებულია იმით, რომ თხევადი ნარევის თავზე წარმოქმნილი ორთქლის შემადგენლობა განსხვავდება თხევადი ნარევის შემადგენლობისგან ორთქლისა და სითხის წონასწორული მდგომარეობის პირობებში. სარექტიფიკაციო აპარატი შედგება ორი – ზედა და ქვედა ნაწილისგან ანუ საფეხურისგან, თითოეულ მათგანზე ხდება ორთქლისა და სითხის ფაზებს შორის კონტაქტის ზედაპირის ორგანიზება. ქვედა საფეხურზე მიმდინარეობს საწყისი, დასაყოფი ნარევის ურთიერთქმედება ორთქლთან, რომლის საწყისი შემადგენლობა ნაშთის შემადგენლობის ტოლია; ამ ურთიერთქმედების შედეგად ნარევიდან ხდება ადვილადაქროლადი კომპონენტის ამოკრეფა. ზედა საფეხურზე საწყისი შემადგენლობის ორთქლი, რომელიც შეესაბამება საწყისი ნარევის შემადგენლობას, ურთიერთქმედებს სითხესთან, რომლის საწყისი შემადგენლობა დისტილატის შემადგენლობის ტოლია. ამის შედეგად ორთქლი გარკვეულ ზღვრამდე მდიდრდება ადვილადაქროლადი კომპონენტით, ხოლო აქროლადი კომპონენტი ამოიკრიფება ორთქლის ფაზიდან. სარექტიფიკაციო აპარატის კვებისთვის საჭირო ორთქლი მიიღება ნაშთის შემადგენლობის მქონე სითხის მრავალჯერადი აორთქლების შედეგად, ხოლო სითხე – დისტილატის შემადგენლობის მქონე ორთქლის მრავალჯერადი აორთქლებით. რექტიფიკაცია გამოიყენება ქიმიურ და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები