რვიანი კვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
“რვიანი” კვანძი
“რვიანი” კვანძი
სწრაფად გასახსნელი “რვიანი” კვანძი
სწრაფად გასახსნელი “რვიანი” კვანძი

“რვიანი” კვანძი - ეს კვანძი ერთ-ერთი იმ ძირითად კვანძთაგანია, რომლებიც სხვა მრავალი, უფრო რთული კვანძის საფუძველია.

ის გვარლის ბოლოს გამსხვილების კარგი საშუალებაა და გამოდგება საჩერებლად ყველგან, სადაც გვინდა, რომ გვარლი ბოლომდე არ გაძვრეს ხვრელში. ასეთებია ბლოკის შკივი ან რაიმე სხვა ხვრელი.

“რვიანი” კვანძის შესაკრავად საჭიროა გვარლის წინმავალი ნაწილი შემოვატაროთ ძირითადის გარშემო და გავატაროთ წარმოქმნილ ყულფში, ოღონდ, არა ისე, როგორც მარტივ კვანძში, არამედ თავის თავზე შემოტარებით.

ეს კვანძი მარტივი კვანძისაგან განსხვავებით არ აფუჭებს გვარლს და მისი გახსნა ძლიერი დაჭიმვების შემდეგაც ადვილია.

თუ მოსალოდნელია “რვიანის” სწრაფად გახსნის საჭიროება, მაშინ მას ყულფს ჩააყოლებენ და ამით მარყუჟიან “რვიანს” მიიღებენ, რომელიც სწრაფად შეგვიძლია გავხსნათ. ეს უკანასკნელი კარგია საჩერებლად, რომელიც სწრაფად შეიძლება გავხსნათ.





წყარო

საზღვაო კვანძები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები